კახა კოჟორიძის ვრცელი ინტერვიუ dianews.ge-სთან - გაიცანით ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი


ხაშურისა და ქარელის ,,ლელო საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მის გეგმებსა და ხედვებზე dianews.ge-სთან საუბრობს. რა იქნება კოჟორიძის მთავარი სათქმელი საქართველოს პარლამენტში, გამარჯვების შემთხვევაში და როგორ ხედავს ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს ვრცლად გაეცანით სტატიას.

რატომ გადაწყვიტეთ, თქვენი კანდიდატურა დაგეყენებინათ ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტში?

მე ხაშურში გავიზარდე და დავიბადე, სკოლაშიც ამავე ქალაქში ვსწავლობდი, წარჩინებით დავამთავრე სკოლა. ჩემი მშობლები დღემდე ხაშურში ცხოვრობენ, მამაჩემი მოსამართლედ მუშაობდა წლების განმავლობაში, ახლა საადვოკატო საქმიანობას ეწევა. დედაჩემი პედაგოგია, ხაშურის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მუშაობს. მოკლედ, როგორც უკვე გითხარით მეც აქ დავიბადე ,გავიზარდე, და ამ მხარის შვილი ვარ . მართალია მას შემდეგ რაც სკოლა დავამთავრე და თბილისში წავედი ჩემი დროის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებდი, თუმცა მუდმივი კონტაქტი მქონდა ჩემს რაიონთან, მუდმივად ვიგებდი რა საჭიროებები ჰქონდათ და ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ მხარეში არსებობს, ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი.

ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ თქვენს ოლქში გამარჯვების და როგორ შეაფასებთ, თქვენი კონკურენტების ძალებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

მე ვფიქრობ, მაქვს ძალიან სერიოზული შანსი, რომ ჩემი გამარჯვებით დასრულდეს ეს არჩევნები. მე რათქმაუნდა ვიაზრებ იმას, რომ სახელისუფლებო კანდიდატს ადმინისტრაციული, თუ ფინანსური რესურსის სახით ფორა აქვს ძალიან დიდი. მე რა თქმაუნდა ვერ გავუწევ კონკურენციას ფინანსურად, ადმინიტრაციული რესურსის სახით, თუმცა სხვა მხრივ, რა კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნებისმიერ კრიტერიუმში, ნებისმიერ კონკურენტთან მზად ვარ, ვისაუბრო, ვიდებატო, ნებისმიერ ფორმატში. მე ზოგადად ვარ მომხრე, რომ ბრძლოა იყოს პროგრამული. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ბრძლოობენ ხოლმე არჩევნებში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ბინძური მეთოდებით და სხვა უკანონო ქმედებებით, მე ვარ ამის ძალიან დიდი წინააღმდეგი. ბრძოლა იქნება უკომპრომისო, თუმცა პირობას ვდებ, რომ ეს ბრძოლამ იქნება როგორც ეთიკურ და მორალურ, ასევე სამართლებივ ჩარჩოებში ჩამჯდარი და იგივეს მოვითხოვ ჩემი კონკურენტებისგან.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნათელია ის კრიტერიუმები რაც უნდა ჰქონდეს დეპუტატობის კანდიდატს, დაწყებული განათლებით, გაგრძელებული პროფესიული გამოცდილებით და დამთავრებული, პრინციპებით, ღირებულებით და საქმეში დამტკიცებული ერთგულკებით მე ეს მაქვს უკვე მრავალი წელია. და არასდროს გამიყიდია ეს პრინციპები არც ფულზე და არც თანამდებობაზე.

როგორ ფიქრობთ, რა აწუხებს ხაშურელებს, ქარელში მცხოვრებ ადამიანებს და თუ ისინი არჩევნებში მხარს თქვენს კანდიდატურას დაუჭერენ, რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი საქართველოს პარლამენტში?

ძალიან ბევრი პრობლემაა სამწუხაროდ, როგორც ქარელში და ხაშურში, ასევე მთელს ქვეყანაში. საკანონმდებლო დონეზე პირადად მე ვმუშაობ და ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა, რომელსაც მე, როგორც დეპუტატი დავარეგისტრირებ საქართველოს პარლამენტში იქნება ანტინეპოტისტურ კანონში ცვლილებები, რადგან ის კატასტროფული რეალობა, რის წინაშეც დგანან ჩვენი მოქალაქეები, მაგალითად ის, რომ განათლებული ადამიანები რომლებსაც სურთ სამსახურის დაწყება და საკუთარი განათლების ხარჯზე იღებენ მონაწილეობას სხვა და სხვა კონკურსებში, უცბად აღმოაჩენენ, რომ მათი განათლება არავის აინერესებს და იმ პოზიციაზე, რაზეც მუშაობა უნდა დაეწყო მმართველი გუნდის რომელიმე წევრის ბიძაშვილი ან მათი საახლობლოა დასაქმებული. ეს უნდა დავასრულოთ და მე მექნება ამ კუთხით კონკრეტული ინიციატივები. ხაშურში არის წყლის უსერიოზულესი პრობლემა, რომელიც არის გადასაწყვეტი. ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში წყლის რესურსით მოწინავეა და უდიდესი რესურსი აქვს, სირცხვილია დღეს, 21-ე საუკუნეში, ჩვენს ონკანებში არ მოდიოდეს წყალი. ,,ლელომ“ აიღო ინიციატივა, რომ წყლის პრობლემა არა მარტო ხაშურში, არამედ ეროვნულ დონეზე იყოს ჩვენი პროგრამული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება, რადგან ადამინებს მოეხსნათ ეს საკითხი.

რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი ხაშურსა და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისთვის?

მე ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ ის დაპირება, რომელიც ჩემი, როგორ დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან გაჟღერდება, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს და

პირებები, იდეები და ხედვები საქმედ გადაიქცეს.