19 აგვისტოს უნიკალური ახალმთვარეობაა - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები


მთვა­რის ახა­ლი თვე 19 აგ­ვის­ტოს და­ი­წყე­ბა და 17 სექ­ტემ­ბრამ­დე, ახალ თვემ­დე გას­ტანს. ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით ოთხშა­ბათს, 6:41-ზე. ამ მოვ­ლე­ნას მარ­თლმა­დი­დე­ბუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი ფე­რის­ცვა­ლე­ბაც ემ­თხვე­ვა, რის გა­მოც ამ დღეს უნი­კა­ლუ­რი ვუ­წო­დეთ. რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რომ მთვა­რის ახალ თვეს პო­ზი­ტი­ვი და­ვი­ბე­დოთ? ახა­ლი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შევ­ძლოთ? გირ­ჩევთ, ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­და­ხე­დოთ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, გა­და­ხე­დოთ, რისი გა­მოს­წო­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ.

რა გე­ლო­დე­ბათ მთვა­რის ამ თვე­ში

ვერ­ძი

სიყ­ვა­რუ­ლი­სა და გარ­თო­ბის გან­წყო­ბა­ზე დად­გე­ბით. მო­გე­ცე­მათ ენერ­გია, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ გეგ­მე­ბი. მეტი დრო გა­ა­ტა­როთ შვი­ლებ­თან ერ­თად. შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ 19 აგ­ვის­ტო­დან აი­ღოთ შვე­ბუ­ლე­ბა და დრო და­უთ­მოთ დას­ვე­ნე­ბას, მო­ი­ნა­ხუ­ლოთ ად­გი­ლე­ბი, სა­დაც თავს კარ­გად გრძნობთ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, ქალ­ბა­ტო­ნებს კი, რომ­ლებ­საც ფეხ­მძი­მო­ბა და­გეგ­მი­ლი გქონ­დათ, დიდი შან­სია, რომ აგის­რულ­დეთ.

კურო

სა­ო­ჯა­ხო და ნა­თე­სა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ დრო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის­თვის. ბი­ნის მე­ტად კე­თილ­მო­წყო­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ ნა­თე­სა­ვე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, ეს­ტუმ­როთ მათ ან ისი­ნი მი­ი­ღოთ შინ.

ტყუ­პი

მი­მო­წე­რა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ახლო მან­ძილ­ზე ხში­რი მი­მოს­ვლე­ბი გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გახ­შირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა დო­კუ­მენ­ტებ­თან მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ. თუ მან­ქა­ნის ყიდ­ვა ან რე­მონ­ტი გქონ­დათ და­გეგ­მი­ლი, ახლა კარ­გი თვეა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან.

კირჩხი­ბი

აგი­მაღ­ლდე­ბათ სა­კუ­თა­რი თვით­შე­ფა­სე­ბა და შე­იძ­ლე­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მი­ი­ღოთ სამ­სა­ხუ­რი ან შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. თავს მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იგ­რძნობთ. შე­იძ­ლე­ბა გა­გე­ზარ­დოთ ხელ­ფა­სი ან მი­ი­ღოთ ფული ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღოს, რაც და­ა­ფიქ­რებს, რომ აფა­სე­ბენ.

ლომი

ახლა ის დროა, როცა უნდა მო­ი­ცა­ლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, იმი­ჯის­თვის. შე­ი­ძი­ნეთ ახა­ლი სა­მო­სი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი თავი სო­ცი­უმ­ში. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­უჩ­ნდეს. ან მო­ა­ხერ­ხებთ თქვე­ნი ნი­ჭი­სა და ტა­ლან­ტის მე­ტად გა­მოვ­ლე­ნას.

ქალ­წუ­ლი

შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან და­მალ­ვა გსურთ, სა­კუ­თარ თავ­თან გან­მარ­ტო­ე­ბა. კარ­გია თვით­გა­ნათ­ლე­ბა, ზოგი შე­იძ­ლე­ბა შორს გა­ემ­გზავ­როს და­სას­ვე­ნებ­ლად ან ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. კარ­გი თვეა სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ნა­თე­სა­ვებ­თან ან სუ­ლაც სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გამო მო­გი­წი­ოთ იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნამ.

სას­წო­რი

გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან. შე­იძ­ლე­ბა ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გამო გარ­შე­მო მყო­ფე­ბის აღი­ა­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­როთ. ზო­გი­ერ­თი და­ი­წყებს ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ზე დას­წრე­ბას. არის შან­სი, რომ 19 აგ­ვის­ტო­დან და­ი­წყოთ აქ­ტი­უ­რო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ან ინ­ტერ­ნე­ტით ზოგი და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას, მი­ი­ღებს შეკ­ვე­თებს.

მო­რი­ე­ლი

სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი ან იქ და­წი­ნა­ურ­დეთ, სა­დაც უკვე მუ­შა­ობთ. ცხოვ­რე­ბის დიდ ნა­წილს და­ი­კა­ვებს სამ­სა­ხუ­რი, პო­ლი­ტი­კა. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა კონ­კურ­სში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ახა­ლი პრო­ექ­ტი ან პი­რა­დი ბიზ­ნე­სი და­ი­წყოს. კარ­გია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გა­მოვ­ლე­ნა.

მშვილ­დო­სა­ნი

გე­ლით კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან (იუ­რისპრუ­დენ­ცია). შე­იძ­ლე­ბა და­გე­წყოთ სწავ­ლა, უცხო­ელ ლექ­ტო­რებ­თან. ან თა­ვად და­ი­წყოთ სხვე­ბის­თვის რა­ღა­ცის სწავ­ლა. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ კონ­ტაქ­ტე­ბი საქ­მი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან (კლი­ენ­ტებ­თან, მომ­წო­დებ­ლებ­თან) ან და­ი­წყოთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო მი­მო­წე­რა უცხო­ელ­თან. ზო­გი­ერთს გა­უჩ­ნდე­ბა უცხო ენის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი ან სხვა ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა.

თხის რქა

ცვლი­ლე­ბე­ბი გა­გაძ­ლი­ე­რებთ, ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ებს მშვი­დად უნდა შეხ­ვდეთ. შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა თვე ცოტა და­ძა­ბუ­ლი მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ სწო­რედ სირ­თუ­ლე­ე­ბის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა გა­გაძ­ლი­ე­რებთ. სხვა­თა შო­რის, თუ გარ­კვე­ულ თან­ხას ელო­დე­ბით, ახალმთვა­რე­ო­ბის შემ­დეგ მისი მი­ღე­ბის შან­სი მა­ტუ­ლობს. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა აი­ღოს კრე­დი­ტი ან და­ი­წყოს სა­მემ­კვიდ­რეო, სა­და­ზღვე­ვო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. სუ­ლაც შე­იძ­ლე­ბა ეზო­ტე­რი­კით, სუ­ლი­ე­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დეთ და მისი შეს­წავ­ლა და­ი­წყოთ.

მერ­წყუ­ლი

გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტი პარტნი­ო­რებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც რა­ღაც - საქ­მი­ა­ნი ან პი­რა­დი - ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­თან. შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც ახა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე და­გი­თან­ხმებთ. თუ უკვე გყავთ მე­უღ­ლე, ეცა­დეთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ ერ­თად. საქ­მი­ან ადა­მი­ა­ნებს კი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა ელით. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ტო­რის როლს შე­ას­რუ­ლებს და და­გეხ­მა­რე­ბათ იმ პრო­ექ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, სა­დაც ადრე მარ­ტოს გი­ჭირ­დათ.

თევ­ზე­ბი

ახ­ლობ­ლებ­ზე ზრუნ­ვა, მუ­შა­ო­ბა და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ერ­თმა­ნეთს უნდა შე­უ­თავ­სოთ. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ავად­მყო­ფი ახ­ლობ­ლის მოვ­ლამ. ყო­ველ­დღი­უ­რი, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი მო­ი­მა­ტებს და კი­დევ უფრო მეტ დროს მო­ი­თხოვს თქვენ­გან. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­იძ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ახალ მე­თოდს მი­აგ­ნოთ ან ახალ სპე­ცი­ა­ლისტს. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, 19 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღეთ ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა და­გიბ­რუნ­დეთ ძვე­ლი კლი­ენ­ტე­ბი.