5 გავრცელებული სამედიცინო მითი


საზოგადოებაში დღემდე შემორჩა მცდარი შეხედულებები და მკურნალობის ხალხური მეთოდები, რომლებზე დაყრდნობამაც შესაძლოა ფატალური შედეგიც კი გამოიღოს.

1. ცხვირიდან სისხლდენის დროს თავი უკან უნდა გადავწიოთ

ეპისტაქსისი – ცხვირიდან სისხლდენა ...

არსებობს მითი, რომლის თანახმადაც ცხვირიდან სისხლდენის დროს თავი უკან უნდა გადავწიოთ, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ მითია, მას არანაირი სამედიცინო ახსნა არ მოეძებნება და მეტიც, სისხლდენის დროს თავის უკან გადაწევამ შესაძლოა ამ დროს ასპირაციაც კი გამოიწვიოს.

2. ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს

უნდა ჩავიტაროთ თუ არა ვაქცინაცია და ...

ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში მითია საზოგადოებაში, რომელიც, უდიდეს საფრთხეს უქმნის ბავშვებს. დაიმახსოვრეთ, ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევს!

3. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ჭარბთმიანობას იწვევს

აბები - Metronome.Ge

არსებობს ასეთი მცდარი აზრი, თითქოს ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ჭარბთმიანობას იწვევს, მაშინ როდესაც ამ საშუალებებში არის ისეთი კომპონენტი, რომელიც პირიქით გათმიანებას უშლის ხელს.

4. ადამიანი თავის ტვინის 10%-ს იყენებს

ტვინი – ინტერფეისი ორ სამყაროს შორის ...

ხშირ შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი იცვლება, თუმცა ის ფაქტი, რომ ადამიანი ტვინს სრულად იყენებს არსად წერია – ჭეშმარიტება კი სწორედ ესაა.
ფიქრის, კითხვის, წერისა თუ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის დროს ჩვენი ტვინი პროცესში მთლიანად ჩართულია.

5. მარილების დაგროვება იწვევს ხერხემლის ტკივილს

რატომ იწვევს ხერხემლის დაზიანება ...

ხერხემლის ტკივილს, ხშირ შემთხვევაში მარილების დაგროვებას მიაწერენ, სინამვილეში კი კუნთების დაჭიმულობა იწვევს. თუმცა წელის ტკივილი სხვა ყოველდღიურმა სტრესულმა სიტუაციებმაც შეიძლება გამოიწვიოს.