ქარელში მუნიციპალიტეტის გუნდებს შორის მასტერლიგის თამაშები ჩატარდა


6 სექტემბერს, 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ეგიდით ,ქარელის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა მუნიციპალური მასტერლიგის თამაშები,რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 15 გუნდი იღებდა. ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ჩატარებული მატჩის შემდეგ, შემდგომ ეტაპზე გადავიდა 8 გუნდი,რომლებიც ოქტომბრის ბოლომდე შეხვდებიან ერთმანეთს გამარჯვებულისა და პრიზიორის გამოსავლენად.

ტურნირს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილიც ესწრებოდა.