კახა კოჟორიძე : "სხვაობა ასაკში განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ჩვენს მეგობრობას"


"სხვაობა ასაკში განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ჩვენს მეგობრობას გაიცანით ლელოს ქარელის ოფისის თანამშრომლები. ბატონი ვასილ ბუზალაძე იყო 90-იანებში ქარელის პირველი დეპუტატი, იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისთვის, დღეს ნიკალასავით მოკრძალებულად ცხოვრობს და მის მთავარ განძს მდიდარი ბიბლიოთეკა წარმოადგენს (რამოდენიმე წიგნი, რომელიც ბუკინისტებში ვერ ვიშოვნე, აქ აღმოვაჩინე და საჩუქრად მერგო).

ნათია ევსტაფიშვილისთვის ლელო პირველი სამსახურია. სკოლა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებით დაამთავრა. გამოცდილების არქონას უწუნებდნენ, რომ სამსახური დაეწყო. პოლიტიკაში ჩემი მთავარი მიზანია, რომ განათლებულ და საქმეზე შეყვარებულ ადამიანებს გზა გავუხსნათ, რათა დასაქმდნენ, განვითარდნენ და ქვეყანაც წინ წაიყვანონ. ზუსტად ვიცი, რომ ნათია წარმატებული იქნება!

საქართველოს გაძლიერების საქმეში უნდა ჩაერთოს ყველა თაობა! " - წერს სოციალურ ქსელში "ლელოს" ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კოჟორიძე.

No description available.