ენმ : "ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართლის მანკიერი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს"


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქარელის ორგანიზაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართლია, რაც უნდა შეიცვალოს.

"კორონავირუსი მსოფლიოსთვის ძალიან რთული და საყურადღებო გამოწვევაა. მასთან ჭკვიანური ბრძოლაა საჭირო, თანაც ისე, რომ პროცესში საკუთარი მოქალაქეები არ დააზარალო.

საინტერესოა, რატომ მიიღო სახელმწიფომ ბარების დახურვის გადაწყვეტილება გუშინ და რატომ მისცა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მობილიზებისთვის მხოლოდ ორი საათი, როდესაც, პარალელურ რეჟიმში, კიკვიძის ბაღში კახა კალაძის მიერ ორგანიზებული გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.

ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართლის მანკიერი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს." - წერია ქარელი ენმ-ს გვერდზე.

No description available.