ზაალ დუგლაძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრა


"სამწევრისს, თათანაანთუბანს, ვედრებას, სანებელს, ქობესაანთუბანს და კეხიჯვარს ვესტუმრე.

სოფელ ვედრებაში მცხოვრებლებმა კმაყოფილება და მადლიერება გამოთქვეს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამუშაოებისათვის. მათი თხოვნა ბავშვებისათვის სკვერის აშენებაა.
სოფელ სანებელის და ქობესაანთუბანის მოსახლეობას აქვს სარწყავი წყლის პრობლემა, რომელიც მალე უნდა აღმოიფხვრეს. ასევე, სანებელის მცხოვრებლებს სურთ შიდა ქუჩებში გარე განათების ბოძების მოწყობა.
თათანაანთუბანში და სამწევრისში მოსახლეობასთან მათ საჭიროებებზე ვისაუბრეთ.
სოფელი კეხიჯვარის მოსახლეობა მისდევს ხილის გადამუშავებას. მათი სურვილია, გაიხსნას მცირე და საშუალო საწარმოები, რათა მოხდეს ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მხარში დავუდგები მოსახლეობას ამ სურვილის განხორციელებაში." - წერს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდაზი ზაალ დუგლაძე სოციალურ ქსელში.

Image may contain: 3 people, people standing