"სასაფლაო არ გვაქვს..." - კახა კოჟორიძე შაქშაქეთის დევნილთა დასახლებაში


,,სასაფლაო არ გვაქვს",

- მითხრეს დღეს შაქშაქეთის დევნილთა დასახლებაში. წლებია სთხოვენ ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ. ბევრ პრობლემას შევხვდი სოფელ-სოფელ სიარულში, მაგრამ მსგავსი არ მსმენია. ამ ხალხმა მითხრა ისიც, რომ სხვა სოფელთან ახლოს გამოუყვეს სასაფლაო, მაგრამ უგზოობის გამო იქ დაკრძალული ერთადერთი ადამიანიც მისმა ოჯახმა ამოასვენა და სხვაგან დაკრძალა...

ასეთ დღეში არიან ჩვენი დევნილები" - დაწერა კახა კოჟორიძემ სოციალურ ქსელში.