ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კრობანში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კრობანში მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები, რომლის სიგრძეა 125 მ. ამ ეტაპზე ხორციელდება სანიაღვრე არხის არმირებული მონოლითური რკინა-ბეტონით მოწყობა.

აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს.

სამუშაოებს ასრულებს შპს „ახალი შენება“.