საქართველოში 50 კრიტიკულად მძიმე პაციენტია


მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 5 974 კოვიდინფიცირებულიდან 50 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„5 974 შემთხვევიდან 50 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, აქედან 31 არის მართვით სუნთქვაზე, მათგან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი და ერთი ცხინვალიდან“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 569 ადამიანს დაუდასტურდა, 329 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 867 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.