ხათუნა გელაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა


„თავისუფალი საქართველოს“ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხათუნა გელაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრა.

„დღეს ვესტუმრეთ ქარელს. ძალიან მიყვარს ქარელში ჩამოსვლა, ყოველთვის ძალიან კარგი განწყობაა აქეთ...

მოგეხსენებათ რთველია აქეთ და ძალიან ბევრი ყურძენი გვაჩუქეს, ძალიან ბევრი ხილი. მოტივირებულნი ვართ, რომ საღამომდე ვიმუშაოთ და არ გავჩერდეთ.“