“ოცნების ხალხი თუ ხართ, გაქრით აქედანა!”- შორიდანვე ხელებს შლის არცთუ ახალგაზრდა ქალი" - ნატო ჩხეიძე


"დღე ოცდამერვე:

ელბაქიანთუბანი,

ზღუდერი,

ყონწვისი,

გვერძინეთი,

ქარელი - ბახარი და იქვე ახლო-მახლო...

“ოცნების ხალხი თუ ხართ, გაქრით აქედანა!”- შორიდანვე ხელებს შლის არცთუ ახალგაზრდა ქალი.

“ ჯვარი გწერია, შვილო, გამარჯვებით იარე!”- ეს ნუნუ ბებოა.

“ გვეშველება? მოვდივართ ისევა? შენ გაიხარე!” - ესეც ვარდო ბებო

“ გამარჯვებით იარენით, გამარჯვებითა!” - ესე ნიკო პაპა...

პაპები და ბებიები, ბიძები და დეიდები და მამიდები და ბიცოლები, და მძახლები და მოყვრები... ყველანი გამოეფიმებიან გზებზე,

“ მოვიდნენ, მოვიდნენ!”- მახარობელივით გადასძახებენ ერთმანეთს და ჭიშკრებთან დგანან. გველიან.

აგერ ეს ორი ქალბატონი, მიღიმიან და ხმადაბლა მეუბნებიან :

“ თქვენი ვართ, თქვენი, მაგრამ აქ დიდხანს ნუ გაჩერდებით, ისე, თქვენი ვართ”.

არც ვჩერდები.

დავდივართ.

დავქრივართ.

რა გაგვაჩერებს, არჩევნები კარს არის მომდგარი..." - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნატო ჩხეიძის FB პოსტი.