10 რევოლუციური ჩვენება 80-იანი წლებიდან


როდესაც პარიზის მოდის კვირეულზე შემოდგომა/ზამთრის 84/85 წლების ჩვენებაზე ჟან პოლ გოტიემ . Cone Bras წარადგინა, ყველასათვის ნათელი გახდა, რომ მოდაში რაღაც ახალი და რევოლუციური იწყებოდა. ჟან პოლ გოტიე 1980-იანი წლების ერთადერთი რევოლუციონერი დიზაინერი არ არის. 80-იანების მოდის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ვივიენ ვესტვუდს, მარჯიელას, ტიერი მიუგლერსა და სხვებს მიუძღვით.

წარმოგიდგენთ 5 რევოლუციურ ჩვენებას, რომელმაც 80-იანების მოდის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

1.Issey Miyake შემოდგომა/ზამთარი 81/82 წლები. Issey Miyake-ის სახლი მოდის სულისა და ხასიათის მატარებელია. იაპონური და თანამედროვე სტილის შერწყმით მიღებული კონცეპტუალური სტილი უბრალოდ სამოთხეა.

2.Yohji Yamamoto გაზაფხული/ზაფხული 1981 წელი. შესაძლოა, მოდის ჩვენებები, რომლებსაც გენდერი არ გააჩნია, ახლა ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, თუმცა ადრეულ 80-იან წლებში, როდესაც იაპონელმა დიზაინერმა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში სწორედ ამ თემატიკის შოუ წარადგინა, წარმოუდგენელი სიახლე იყო.

3.Vivienne Westwood და Malcolm McLaren შემოდგომა/ზამთარი 81/82 წლები. ვივიენ ვესტვუდისა და მალკოლმ მაკლარენის კოლაბორაცია მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ჩვენებად ითვლება, რაშიც უდიდესი წვლილი დიზაინერების ინდივიდუალიზმსა და განსხვავებულ ხედვას მიუძღვის.

4.Stephen Sprouse შემოდგომა/ზამთარი 84/85 წლები. Stephen Sprouse-ის ნეონის გრაფიტის პრინტებს ენდი უორჰოლის შემოქმედებასთან იმაზე მეტი აკავშირებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

5.BodyMap გაზაფხული/ზაფხული 1984 წელი. სანამ ბრენდი თავბრუდამხვევ პოპულარობას მოიპოვებდა და საქვეყნოდ ცნობილი გახდებოდა, BodyMap-ის დამფუძნებლებმა სტივი სტიუარტმა და დევიდ ჰოლანდმა მათი საბავშვო კოლექცია Camden-ის მარკეტზე გაყიდეს.