მაკიაჟი ქალს უფრო თავდაჯერებულს ხდის - 3 მიზეზი რატომ არ უნდა თქვათ უარი


მართალია, ბოლო წლებში ბუნებრიობა თანდათან ტრენდული ხდება და არიან ქალები, რომლებიც დანარჩენებს აძლევენ მაგალითს იმისას, რომ მაკიაჟის გარეშეც შეიძლება იყონ მომხიბვლელები, თუმცა, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, ძალიან რთული და ზოგიერთის აზრით, თითქმის შეუძლებელია, რომ ქალებმა მაკიაჟზე უარი თქვან.

მაკიაჟს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ უძველეს დროში ქალები სხვადასხვა მეთოდებს მიმართავდნენ იმისთვის, რომ უფრო ლამაზები ყოფილიყვნენ.

მოგწონთ თუ არა მაკიაჟი, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ის ქალს თავდაჯერებულობას მატებს, უფრო მოტივირებულს და ბედნიერს ხდის.

1. მაკიაჟი გეხმარებათ, რომ იყოთ უფრო თავდაჯერებულები

მაკიაჟს პლაცებოს ეფექტი აქვს. როცა მაკიაჟით ხართ ფსიქოლოგიურად გრძნობთ, რომ შეგიძლიათ ყველაფრის გაკონტროლება, სადავეების ხელში აღება, გრძნობთ, რომ მზად ხართ გახვიდეთ სახლიდან და ყველაფერს მიაღწიოთ.

კოსმეტიკური მეცნიერებების საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს მაკიაჟის განსაკუთრებულ, მაგიურ ძალას. კვლევაში ჩართული ქალების უმეტესობა ამბობდა, რომ ისინი უფრო მეტ თავდაჯერებულობას გრძნობდნენ მაკიაჟით, უფრო უმარტივდებოდათ კომუნიკაცია ადამიანებთან და უფრო წარმატებული იყო მათი დღე, როცა მაკიაჟით გადიოდნენ სახლიდან, ვიდრე უმაკიაჟოდ ყოფნის დროს.

2. ქალების ძალა: ის გაკავშირებთ თქვენ სხვა ქალებთან

რა თქმა უნდა, ქალებთან უამრავი თემის შესახებ შეიძლება ისაუბროთ და მათ შორისაა მაკიაჟიც. თქვენ შეგიძლიათ გაცვალოთ რჩევები, თუნდაც სოციალურ ქსელში, რაიმე ჯგუფში გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ამით დაუკავშირდეთ ერთმანეთს, შეიძინოთ ახალი და საინტერესო მეგობრები.

შესაძლოა, რაიმე პრობლემა გაქვთ კანზე, არ იცით კონსილერის, ან მაკიაჟის რომელიმე პროდუქტის გამოყენება, თქვენ მარტო არ ხართ, უამრავი ქალია, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება გაგიწიონ და ზედმიწევნით კარგად გასწავლონ.

3. მაკიაჟის გაკეთების შემდეგ ფსიქოლოგიურად ვგრძნობთ, რომ ყველაფრის ძალა შეგვწევს

როცა მაკიაჟს გაიკეთებთ, სარკეში ჩაიხედავთ, საკუთარი თავით მოიხიბლებით და შესაბამისად, პოზიტიურ განწყობაზე დადგებით, თქვენ ვერაფერი შეგაჩერებთ. უფრო მეტად ხდებით კონცენტრირებული და მიზანზე ორიენტირებული. პოზიტიური განწყობა უფრო აქტიურ ადამიანად გაქცევთ.