სამი რამ, რის გამოც ბედნიერი ადამიანები არასდროს ნერვიულობენ


ბედნიერი ადამიანი - ბედნიერია აქ და ახლა. მას არ ადარდებს ის, თუ რა მოხდება ხვალ და რა იყო გუშინ. ის ცხოვრობს დღევანდელობით, აწმყოთი.

1. არ აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები მასზე

ბოლოს და ბოლოს, სულერთი არაა, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები? ბედნიერი ადამიანები ამას ყურადღებას არ აქცევენ. მათ სულ არ ადარდებთ ის, რომ არ გაამართლეს ვიღაცის მოლოდინი. ისინი თავად აშენებენ საკუთარ ბედნიერებას.

2. არ ფიქრობენ წარსულის შეცდომებზე

ბედნიერი ადამიანები არ იციკლებიან წარსულის შეცდომებზე. მათთვის შეცდომებზე ფიქრი მხოლოდ იმიტომ არის დასაშვები, რომ ახსოვდეთ ისინი და არ დაუშვან კიდევ ერთხელ მსგავსი. მათთვის შეცდომა - ესაა ცხოვრების გაკვეთილი.

3. არ ფიქრობენ წარუმატებლობასა და დაცემაზე

რა თქმა უნდა, მათაც, როგორც სხვა ადამიანებს, ჰქონდათ წარუმატებლობის პერიოდი და დაცემა. უბრალოდ, ამის გამო არ ნერვიულობენ.