თვალისთვის მავნებელი რამდენიმე ჩვევა


თვალი ერთერთი ყველაზე ფაქიზი ორგანოა და გაფრთხილება სჭირდება.

სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმი და მისგან გამოწვეული სტრესი უარყოფითად აისახება თვალის ჯანმრთელობაზე.

პირველ რიგში წარმოგიდგენთ თვალისთვის მავნებელ ჩვევებს:

  • კომპიუტერის ეკრანს შესვენების გარეშე, დიდხანს, დაჟინებით უყურებთ;
  • ხშირად სარგებლობთ სხვისი კოსმეტიკით;
  • თქვენთვის მზის სათვალე მხოლოდ მოდური აქსესუარია და გავიწყდებათ მისი პირდაპირი დანიშნულებადაგიცვათ მზის სხივებისგან;
  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი თვალის ჯანმრთელობას ისევე ემუქრება, როგორც გულს, ფილტვს, კანს. თვალისთვის ყველაზე სახიფათოა სიგარეტი და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი;
  • კონტაქტურ ლინზას რეცხავთ ონკანის გამდინარე წყალში და თვალის ინფექციის განვითარების რისკს ზრდით;
  • თვალს ხშირად ეხებით;
  • თქვენი მობილურის, ტელევიზორისა თუ კომპიუტერის ეკრანი რეკომენდებულზე კაშკაშაა;
  • ძილის წინ სიბნელეში ტელევიზორის ყურება, მობილურითა თუ კომპიუტერით სარგებლობა გიყვართ;
  • მაშინაც კი კითხულობთ (წიგნი, ჟურნალი, მობილურსა თუ ლეპტოპში ინფორმაცია), როცა ფეხით გადაადგილდებით ან ტრანსპორტით მგზავრობთ;
  • წიგნს კითხულობთ წამოწოლილ მდგომარეობაში.
  • ჯანმრთელობისთვის, მათ შორის მხედველობისთვის, რეკომენდებულია 8 საათის განმავლობაში მშვიდი ძილი. უძილობა მავნებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის;
  • ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. თვალისთვის სასარგებლოა: გოგრა, სტაფილო, ისპანახი, ციტრუსი, კივი, ავოკადო, თხილეული, ფოთლოვანი ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, იოგურტი, რძე, კენკროვანი მცენარეები და განსაკუთრებით მოცვი;
  • იზრუნეთ იმაზე, რომ ოთახში ყოველთვის იყოს საკმარისი რაოდენობის სინათლე;
  • განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ოფისში დასაქმებულებს. თუ კომპიუტერთან მუშაობთ ხშირად დაახამხამეთ თვალი, ყოველ ერთ საათში, თუნდაც რამდენიმე წუთი, ეკრანისგან მოშორებით გაატარეთ;
  • თავისუფალი დრო ეკრანისგან შორს, სუფთა ჰაერზე ყოფნას დაუთმეთ;
  • მოერიდეთ თვალის გამოშრობას. ამის რისკი ზამთრის დადგომისთანავე იზრდება, როცა სახლში თუ ნებისმიერი ტიპის დაწესებულებაში გათბობის ჩართვის აუცილებლობა დგება;
  • თუ კონტაქტური ლინზით სარგებლობთვიდრე ლინზას შეეხებით, ხელები კარგად დაიბანეთ და გაიშრეთ, ყურადღება მიაქციეთ მის ვადას, ტკივილის ან მხედველობის გაუარესების, სიწითლისა თუ შეშუპების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს, არ ისარგებლოთ დაზიანებული კონტაქტური ლინზით, დაუშვებელია სხვისი კონტაქტური ლინზის გამოყენება, ლინზა შეინახეთ მხოლოდ სპეციალურ კონტეინერში, არასდროს დაასველოთ ლინზა ნერწყვით, აკრძალულია ლინზით ბანაობა და ცურვა, დაუშვებელია მისი ონკანის წყალში გარეცხვა;
  • ისარგებლეთ ოფთალმოლოგის კონსულტაციით;
  • 50 წლის ასაკიდან ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება რეკომენდებულია ყოველწლიურად;
  • დიაბეტის და ასევე სხვა ისეთი დაავადებების დროს, რაც კატარაქტის განვითარების რისკფაქტორებს წარმოადგენს, სასურველია ოფთალმოლოგთან ვიზიტი ყოველ 6 თვეში ერთხელ.