სოფელ ღოღეთში სკვერის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში სკვერის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა მოინახულა.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ,,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რაზეც გაიხარჯა 10 000 ლარი. სკვერში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, მოხდა გარე განათებისა და სკამების მონტაჟი, შემოიღობა მოთუთიებული მავთულბადით.

სამუშაოები შეასრულა შპს ,,თრიალეთი 2019“-მა.