სოფელ დირბში სასმელი წყლით მომარაგების სისტემის მოწყობითი სამუშაოების მიზნით ტენდერი გამაოცხადა


ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ დირბში სასმელი წყლით მომარაგების სისტემის მოწყობითი სამუშაოების მიზნით ელექტრონული ტენდერი გამაოცხადა.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 91 (ოთხმოცდათერთმეტი) კალენდარული დღე;

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 410 976.00 ლარი.

პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) კვირების მიხედვით;

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

არსებული მდგომარეობით დირბის მოსახლეობის სასმელი წყლით

მომარაგება ხორციელდებოდა სოფლის განაპირა ფერდობზე მოწყობილი 500 კუბური

მეტრი ტევადობის მიწისქვეშა რეზერვუარიდან.

რამოდენიმე წლის წინ, საერთაშორისო ,,წითელი ჯვრის“ დაფინანსებით

რეაბილიტირებული იქნა დირბის წყალსადენის 500 კუბ.მ ტევადობის რეზერვუარი და

დამხარჯი ქსელის საუბნო მაგისტრალები, რომლებზეც იმავე პროექტის შესაბამისად

მოწყობილი იქნა საუბნო ონკანები კერძო განშტოებების გარეშე. არსებული მდგომარეობთ

ისინი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და ამ ეტაპზე დამატებითი სარეაბილიტაციო

სამუშაოები არ ესაჭიროებათ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის ტერიტორიაზე ჩატარებული იქნა

საინჟინრო - გეოლოგიური კვლევები. კვლევის ამოცანას წარმოადგენდა დირბში

წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სოფლის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ გათვალისწინებული ტერიტორიის საჭირო საინჟინროგეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შესწავლა.

საინჟინრო-გეოლოგიური დახასიათებისათვის ჩატარებული იქნა საპროექტო მაგისტრალური მილსადენის ტრასის საინჟინრო-გეოლოგიური რეკოგნოსცირება, დამუშავდა და გაანალიზდა საკვლევი ტერიტორიის შესახებ არსებული ფონდური და ლიტერატურული მასალა გეოლოგიური აგებულების, ტექტონიკური და გეომორფოლოგიური თავისებურებების, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შესახებ.

No description available.