ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მინი სტადიონის მშენებლობა და კეთილმოწყობა იგეგმება


ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მინი სტადიონის მშენებლობა და კეთილმოწყობა იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავიშრებით მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამაოცხადა.

სოფელ ტახტიძირში მინი სტადიონის (მოედნის ზომა 18*30მ) მოწყობის, სავარაუდო ღირებულება 24 197.90 ლარია.

სოფელ თამარაშენში მინი სტადიონის (მოედნის ზომა 18*30მ) მოწყობის, სავარაუდო ღირებულება -42 693.65 ლარია.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღე; მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.