ეპიდემიოლოგი: სტატისტიკა უკვე მიუახლოვდა შემაშფოთებელ ნიშნულს


„არსებულ პერიოდში აღინიშნება შემთხვევების მკვეთრი მატება, სტატისტიკა უკვე მიუახლოვდა შემაშფოთებელ ნიშნულს“, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„დღეის მდგომარეობით საქართველოში უკვე გვყავს, 70000-მდე ინფიცირებული და მათგან დაახლოებით ნახევარზე მეტი განკურნების პროცესშია, მნიშვნლეოვანი ნაწილი კი იმყოფება კლინიკებში. ზრდის ფონზე, ქვეყანა კვლავ არ შესულა პიკის პერიოდში. არსებული შემთხვევები შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, უფრო ნაკლებია თითქოს პაციენტთა სიმძიმე“, - აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.

წყარო : Imedinews.ge