პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ახალგაზრდებისთვის პიესების კონკურსი გამოცხადდა


პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მწერალთა სახლთან ერთად, აცხადებს პიესების კონკურსს მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანს საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სახელოვნებო დარგებში მეცნიერული თემატიკის ჩართვა, საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ცხოვრების ამსახველი პიესებისა თუ სპექტაკლების შექმნა და ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უცნობი, დრამატურგების გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

პიესების კონკურსი 20-35 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობის მსურველებს ევალებათ, შექმნან ერთ ან ორმოქმედებიანი პიესა მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

საკონკურსო განაცხადის წარდგენა 2020 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულადაა შესაძლებელი შემდეგ მისამართზე: writershousegeo@gmail.com

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ კონფიდენციალური ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და 2020 წლის 17 დეკემბერს გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 2 600 ლარის ოდენობით. დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.