საქართველოს მელიორაცია სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს


საქართველოს მელიორაცია სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

ქარელში მცენარეული ნატანისა და შლამისგან მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხით ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლების ქვემო ხვედურეთის, ზემო ხვედურეთის, ღვლევის, ქვენაფლავის, ქ. ქარელის, სკრის, ბეთლემისა და რიეთის მოსახლეობა ისარგებლებს.