გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საახალწლო სურსათის პაკეტები დაარიგეს


სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობითა და „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“გენერალური დირექტორის მაჰირ მამმედოვის ინიციატივით, მოეწყო აქცია, რომელიც ითვალისწინებდა ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საახალწლო სურსათის პაკეტების დარიგებას.

აღნიშნული საჩუქრები გადაეცათ მარტოხელა მოხუცებს და მრავალშვილიან ოჯახებს.

სოფელ დირბში ამანათების დარიგების პროცესში ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ,,სოკარი“ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აწყობს ჰუმანიტარულ აქციებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

Image may contain: 2 people, people standing and outdoor, text that says 'YORK BERICAP'

Image may contain: 3 people, people standing and outdoor