ბოლო 24 საათში ქარელში კორონავირუსით ერთი პირი გარდაიცვალა


4 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის: ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ნაწილზე კი პიდ კვლევა მიმდინარეობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში დაფიქსირდა გარდაცვალების 1 შემთხვევაც. გარდაცვლილია ქარელისმუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 წელს გადაცილებული მამაკაცი.