ქვემო ხვედურეთის გზის რეაბილიტაცია გრძელდება


ქვემო ხვედურეთის გზის რეაბილიტაციის გასაგრძელებლად 359 362 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 ( სამოცი ) კალენდარული დღე;

პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) კვირების მიხედვით;

პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს შესაბამის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ - 1 ( ერთი) სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს.

აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით, წინადადებების მიღება 20 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.