გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამა გრძელდება


პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალური დახმარების ფარგლებში (150 000 ქულა და ნაკლები) სწავლის საფასური დაუფინანსდა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 15 015 სტუდენტს, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება აუნაზღაურდა 1 588 სტუდენტს.

გარდა ამისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წლის პირველი ნოემბრისა და 15 ნოემბრის მდგომარეობით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადაირიცხა 55 589 სტუდენტის საგრანტო და პროგრამული დაფინანსება.

ასევე, გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამა 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასურის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობით დაფინანსების მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, ონის, წალენჯიხის, ზუგდიდის (სოფ. რიყე, რუხი და ხურჩა) მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტების სიების დაზუსტებაზე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.