ჭავჭავაძის ქ. #12-ში საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქარელში, ჭავჭავაძის ქ. #12-ში მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ერთობა“-ს სადარბაზოების რეაბილიტაციის სამუშაოები.
"რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში მოქმედი „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, რაზეც გაიხარჯება 5 371 ლარი.
მრავალბინიან კორპუსში მოეწყო შესასვლელი ლითონის კარებები, შეიღება კედლები, ჭერი და მიმდინარეობს იატაკის მოწყობა კერამიკული ფილით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „ახალი სამშენებლო“. - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.