თუ ვეგეტარიანელი არა ხართ — ეს უნდა იცოდეთ


აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ხორცი და ხორცპროდუქტები ადამიანების ერთი ნაწილისთვის იყო და დღემდე კვების რაციონში რჩება. ხორცი მთელ რიგ ამინომჟავებს, მინერალებს და მიკროელემენტებს შეიცავს და როგორც ამბობენ (თუმცა, აზრები აქაც იყოფა), ხორცს ვერანაირი პროდუქტი ვერ ჩაანაცვლებს, როგორც არ უნდა მოინდომონ ეს ვეგეტარიანელებმა.


ხორცის უამრავ სახეობათა შორის (მოცემულ რეიტინგში მხოლოდ ევრაზიის კონტინენტზე ყველაზე პოპულარული სახეობებია წარმოდგენილი), შემადგენლობის მიხედვით, არის სასარგებლო და ნაკლებად სასარგებლო სახეობები. აქ სწორედ ხორცის სასარგებლო სახეობების ნუსხას და ექსპერტების მიერ, ამ პროდუქტებს შორის გადანაწილებულ ადგილებს წარმოგიდგენთ:

1. კურდღლის ხორცი

ჩემპიონი, სარგებლო თვისებების მიხედვით, კურდღლის ხორცია. ის დიეტურია და შემადგენლობის მიხედვით, უნიკალურია: შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და ამ მხრივ, ქათმის ხორცსაც კი უსწრებს. მისი ათვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ, სრულად და საკმაოდ სწრადად ხდება. გარდა ამისა, ის ალერგიული არ არის და მისი ჩართვა ბავშვის კვების რაციონშიც შეიძლება.

II. ცხენის ხორცი

ითვლება, რომ ცხენის ხორცი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა. იმის გამო, რომ ცხენი ყოველთვის სუფთა გარემოში იზრდება, მის შემადგენლობაში არც ანტიბიოტიკებია და არც სხვა მავნე კომპონენტები. ხოლო, ხორცში შემავალი ცილა იდეალურად არის დაბალანსებული ამინომჟავების შემადგენლობის თვალსაზრისით. ვიტამინების და მიკროელემენტების შემადგენლობის მიხედვით კი, ცხენის ხორცი საერთოდ ჩემპიონია. ისევე, როგორც კურდღლის ხორცი, დიეტურია და მისი ჩართვა პატარების რაციონშიც შეიძლება.

საკვებად ცხენის ხორცს, ძირითადად, მომთაბარე ტომებში და სამ ქვეყანაში: ყაზახეთში, ყირგიზეთში და მონღოლეთში მოიხმარენ და ამ მიზნით, მხოლოდ 2-3 წლის ცხენებს იყენებენ.

III. ინდაურის ხორცი

სხვა ფრინველის ხორცისგან განსხვავებით, ინდაურის ხორცი ნაკლებად ცხიმიანი და დაბალკალორიულია. მაგრამ, ცილების შემადგენლობით, არც ერთ სახეობას არ ჩამოუვარდება. ინდაურის ხორცი დიდი რაოდენობით სელენიუმს და В ვიტამინს შეიცავს, ხოლო ფოსფორის შემცველობით, თევზის ზოგიერთ სახეობას აღემატება. ქოლესტერინის ზომიერი შემადგენლობის გამო, ის რეკომენდებულია ხანდაზმულთათვის და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის.