ჯიჯი ჰადიდის ახალი ფოტოები | ქუჩის სტილი ნიუ-იორკში
ამ კვირის განმავლობაში, ჯიჯი ჰადიდი უკვე მესამედ დააფიქსირეს პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში. ყოველ ჯერზე, მას თან ახლდა ქალიშვილიც. ამჯერად, სუპერმოდელი ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, სოჰოში მდებარე Louis Vuitton-ისა და Ralph Lauren-ის მაღაზიებს სტუმრობდა.
ჯიჯის ღია ყავისფერი გრძელი ნაქსოვი მანტო ემოსა, წინ ორმაგი ღილებით. რომელიც თეთრი ფერის პერანგსა და ღია ფერის ჯინსებს მოუხდინა. ფეხზე კი მუქი ყავისფერი Dr. Martens-ის თბილი ფეხსაცმელი მოირგო. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ფერებში კოორდინირებულმა Louis Vuitton-ის ე.წ. Bucket მოდელის ქუდმა.