სურამულამ სათბურები წალეკა და სახლები დატბორა - სტიქია შიდა ქართლში


სტიქია შიდა ქართლში - ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხებმა ძლიერ წვიმას ვერ გაუძლო და წყალდიდობა გამოიწვია.

სურამსა და ხაშურში დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. წყალში დგას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, იზარალეს მეწარმეებმაც - შეცვლილი კალაპოტის გამო მდინარე სურამულამ სათბურები დატბორა, ნაწილი კი წაიღო.