ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 30 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა


ქარელის მუნიციპალიტეტში 2021 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემების) მოწყობა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიზნით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის დაახლოვებით ღირებულებას 30 750 ლარი შეადგენს.

ტენდერი 11 იანვარს გამოქვეყნდა და წინადადებების მიღება 18 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მომსახურება უნდა შესრულდეს ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში.