ქარელის მერიამ მინი სტადიონებისა რეაბილიტაციასა და მოწყობის მიზნით ტენდერი გამოაცხადა


სოფელ ურბნისის მინი სტადიონის (მოედნის ზომა 18*36მ) რეაბილიტაცია და ქარელში, მუსხელიშვილის და ცაბაძის ქუჩებზე სტადიონების მიმდებარედ რბილსაფარიანი ბაქნების მოწყობის სამუშაობის მიზნით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული ტენდერისთვის 53 975 ლარია გამოყოფილი.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა :

1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 40 კალენდარული დღე;

2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) კვირების მიხედვით;

3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

წინადადებების მიღება 22 იანვარს დაიწყება და 25 იანვირს ჩათვლით გაგრძელდება.