ზაზა გულიაშვილი მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს ხვდება


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი აგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან.15 თებერვალს ქვენატკოცის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი.ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელეს ის პრიორიტეტული პროექტები,რომელთა განხორციელება მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში გამოყოფლი თანხით.

15 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა შემდეგი პრიორიტიტული პროექტები :

1. მოხისის დევნილთა ჩასახლება - მოსაცდელისა და სკვერის მოწყობა.

2. კოდა ვარდისუბანი - მიონი სტადიონის მოწყობა.

3. მოხისი - სანიაღვრე არხის მოწყობა.

4. ზ/შაქშაქეთი - სანიაღვრე არხის მოწყობა.

5. ქვენატკოცა - გარე განათების მოწყობა.

6. აგარა - საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

May be an image of 1 person, standing and outdoors