წარადგინე შენი რჩეული მასწავლებელი - მასწავლებლის ეროვნული ჯილდო


წარადგინე შენი რჩეული მასწავლებელი!

განათლების კოალიცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2017 წლიდან ახორციელებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს კონკურსს. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი მეხუთედ ტარდება და მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 1 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. რჩეული მასწავლებლის წარდგენა/ნომინაცია ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჯილდოს ვებ-გვერდის საშუალებით. გასულ წლებში 6500 მასწავლებელი იყო ნომინირებული.