დირბი-ტახტისძირის შემდეგ, ოკუპანტები თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზეც გამოჩნდნენ


ქარელის მუნიციპალიტეტში, თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.

ტახტისძირის მსგავსად, მათ საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ცნობით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.