მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ დირბში გზის ასფალტირებისა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერ


ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა სოფელ დირბში გზის ასფალტირებისა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში დაიგო 0,535 გრძ.მ ასფალტის საფარი, მიმდინარეობს გზის გვერდულებისა და მილბოგირის მოწყობის სამუშაოები, პროექტის ღირებულება შეადგენს 335 000 ლარს.ასევე ხორციელდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა. რაზეც გაიხარჯება 339 995 ლარი. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ინ-სი“.

პროექტები ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

May be an image of outdoors and tree