ქარელში მიმდინარეობს დაზიანებული წყლის მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები


ქარელში დაზიანებული წყლის მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო წყალმომარაგება დროებით შეიზღუდა.

დღეს დილიდან, ადგილზე მობილიზებული არიან როგორც ქარელის, ასევე კასპისა და გორის საავარიო ბრიგადები, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები რომ დროულად აღდგეს წყლის მიწოდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ალტერნატიული ქსელი. გარდა ამისა კომპანია აბონენტებს, წყალს წყალმზიდების საშუალებით მიაწვდის.