სოფელ ზ.ხვედურეთში მიმდინარეობს სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები


სოფელ ზ.ხვედურეთში მიმდინარეობს სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა სოფელ ზემო ხვედურეთში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები. ამ ეტაპზე ხორციელდება სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა ანაკრები რკინა-ბეტონის ღარებით, სულ 590 გრძ.მეტრი. პროექტი დაფინანსებულია ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანხით 59301,99 ლარი.