დვანში მოსახლეობის ვაქცინაცია მოეწყო



დვანში მოსახლეობის ვაქცინაცია მოეწყო. შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში თავდაცვის მობილური ჯგუფის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდა. ვაქცინაციის მსურველებს აცრა ადგილზე რეგისტრაციით შეუძლიათ.

შიდა ქართლის მასშტაბით იმუნიზაციის პროცესი 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ასევე, პროცესში ჩართულია ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროების მობილური ბრიგადები