ქარელში გახარიას პარტია მაჟორიტარმა და პროპორციული სიის წევრმა დატოვა



ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში გადინება გრძელდება. ამჯერად ქარელში, გახარიას პარტია ბრეძის მაჟორიტარმა და პროპორციული სიის წევრმა ვლადიმერ ვართასაშვილმა პარტია დატოვა.

ვართასაშვილმა განცხადება უკვე შეიტანა საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, როგორც პარტიული ისე მაჟორიტარული კანდიდატურის მოხსნაზე.