ლევან დავითაშვილი: ქარელში გვაქვს იმგვარი წარმოება, როგორიც მთელ ქვეყანაში გვინდა იყოს



„ქარელი გამოირჩევა მაღალი ღირებულების კულტურების წარმოებით. აქ არის მეხილეობის დიდი ტრადიციები, ტრადიციები ბოსტნეული კულტურების წარმოების და არის იმგვარი წარმოება, როგორიც მთელ ქვეყანაში გვინდა იყოს. ეს არის თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები, სადაც წყლის რესურსების მაქსიმალურად მოფრთხილება, მიზნობრივად გამოყენება ხდება და, საბოლოოდ, მეტი შედეგის მიღება პროდუქტიულობის ზრდის პირობებში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება" ქარელის მერობის კანდიდატის ზაზა გულიაშვილის წარდგენაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქარელის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად სულ უფრო მეტია ათვისებული სამეურნეო მიწა, დამუშავებული სავარგულები, გაშენებული ბაღები და წარმატების მაგალითები, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის გადამდებია.