ნიკა გვარამია : მივდივარ ქარელში... ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი მეორე სართულიდან



"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი ოპერატორი ქარელში "ქართული ოცნების" წევრებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მისი ინფორმაციით, შემთხვევა ქარელში მოხდა.

"მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო ქარელში (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს.

ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდებაო, ოპოზიცია ამბობსო, თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?

ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება / Georgian Dream." - წერს გვარამია