მამუკა მდინარაძემ ქარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა



„ქართულმა ოცნებამ“ ქარელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კადრები მამუკა მდინარაძემ წარადგინა. მისი თქმით, კადრებში ჩანს, რომ ინციდენტის შემდეგ ოპერატორი უგონოდ არ იმყოფება.

მან ასევე განმარტა, რომ ვიდეომასალა ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისის წინ დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო.