კოკა კაპანაძის განცხადებით, „გირჩმა“ ქარელის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად უნებართვოდ დაარეგისტრირა



მოქალაქე კოკა კაპანაძემ არჩევნებამდე 4 დღით ადრე შემთხვევით შეიტყო, რომ ქარელის საკრებულოს დეპუტატების კანდიდატია. „გირჩმა“ სიის მეოთხე ნომრად ისე დაასახელა, რომ მისთვის ნებართვა არ უთხოვია, ამიტომ ახლა კაპანაძე საკითხის სამართლებრივად გარკვევას გეგმავს.

„გირჩის“ ქარელის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის ამბით სახელმწიფო ინსპექტორი, ცესკო და შესაძლოა, მალე გამოძიებაც დაინტერესდეს, თუმცა არჩევნებამდე დარჩენილი დროის სიმცირის გამო- კანდიდატი რეგისტრაციიდან ვერ მოიხსნება.

წყარო : იმედინიუსი