ყველაფერი გლაუკომის შესახებ



გლაუკომა არის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოწვეული შიდა თვალის წნევით, აზიანებს ოპტიკურ ნერვს და შესაძლოა მხედველობის დაქვეითებისა და მისი სრულად დაკარგვის მიზეზი გახდეს. გლაუკომა სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და მოზრდილ ასაკში უფრო ხშირია, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. გლაუკომის სიმპტომები პაციენტისთვის შესამჩნევი არ არის დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე და საკმაოდ გვიან გამოვლინდება. გლაუკომის მიერ გამოწვეული მხედველობის დაქვეითება არ ექვემდებარება აღდგენას და ამიტომაც მნიშვნელოვანია თვალის შიდა წნევის პერიოდული მონიტორინგი. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მხედველობის შენარჩუნება.

გლაუკომა შესაძლოა იყოს რამდენიმე ტიპის:

  • ღიაკუთხოვანი გლაუკომა
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა
  • მეორადი გლაუკომა სამედიცინო შუნტით
  • ნორმალური წნევის გლაუკომა
  • თანდაყოლილი გლაუკომა
  • პიგმენტური გლაუკომა
  • აქერცვლითი გლაუკომა
  • ტრავმატული გლაუკომა

თქვენ შესაძლოა გქონდეთ გლაუკომა თუ:

ღიაკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში

  • მხედველობაში ხელს გიშლით მხედველობის პერიფერიულ ან ცენტრალურ არეალში არსებული ლაქები (ხშირად ორივე თვალში)
  • გაქვთ ე.წ. გვირაბის ხედვა

დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში

  • ძლიერი თავის ტკივილი
  • თვალის ტკივილი
  • გულისრევა
  • დაბინდული მხედველობა
  • თვალის სიწითლე

გასათვალისწინებელია, რომ გლაუკომის სიმპტომები დამოკიდებულია გლაუკომის ტიპსა და მისი განვითარების ეტაპზე.

ვის შეიძლება დაემართოს გლაუკომა

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს გლაუკომის განვითარებას:

  • ინტრაოკულარული წნევა (შიდა თვალის წნევა)
  • ასაკი 60+
  • გენეტიკა - წინაპრების ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • დიაბეტი
  • გულის დაავადებები
  • თვალის დაავადებები, როგორიც არის მიოპია (ახლომხედველობა)
  • თვალის დაზიანება / თვალის ტრავმა
  • კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, განსაკუთრებით თვალის წვეთების

გლაუკომის პრევენცია

გლაუკომის პრევენცია საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკა და პროგრესის შენელება.

  • მიმართეთ ექიმს რეგულარულად - საჭიროა სისტემატიური ოფთალმოლოგიური მეთვალყურეობა
  • მიაქციეთ ყურადღება გენეტიკას - გამოიკვლიეთ აწუხებთ ან აწუხებდათ თუ არა გლაუკომა თქვენს წინაპრებს
  • ივარჯიშეთ უსაფრთხოდ - რეგულარული და ზომიერი ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია თვალის შიდა წნევის შემცირება და შესაბამისად, გლაუკომის პრევენციაც
  • შეასრულეთ ექიმის დანიშნულება - რეგულარულად გამოიყენეთ ექიმის მიერ დანიშნული თვალის წვეთები
  • დაიცავით თვალი - ატარეთ თვალის დამცავი საშუალებები, როდესაც ხართ დაკავებული რაიმე ხელსაქმით, ხელსაწყოებით ან სპორტით

წყარო : www.newhospitals.ge