ზაზა გულიაშვილმა ახალსოფელში ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა



ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა სოფელ ახალსოფელში საბავშვო ბაღის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოები.პროექტის ფარგლებში მოეწყო სველი წერტილები,საძინებელი,სასადილო, სათამაშო და ასევე პერსონალისათვის განკუთვნილი ოთახები,შეიღება გარე ფასადი.პროექტი განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით.სამუშაოებს ასრულებდა შპს „ტენდექსი“.